უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 288 850 (+970) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 23.03.26-მდე: ტანკები – 11 794 (+1), ჯავშანტექნიკა – 24 268 (+5), საარტილერიო სისტემები – 38 662 (+24), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 695 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 336 (+3), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 350 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 192 869 (+1 999), ფრთოსანი რაკეტები – 4 468 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 84 775 (+136), სპეციალური ტექნიკა – 4 098 (+0).