უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 153 180 (+1 020) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 11.11.25-მდე: ტანკები – 11 342 (+0), ჯავშანტექნიკა – 23 553 (+1), საარტილერიო სისტემები – 34 366 (+17), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 539 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 239 (+0), თვითმფრინავები – 428 (+0), ვერტმფრენები – 346 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 79 642 (+217), ფრთოსანი რაკეტები – 3 926 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 67 036 (+79), სპეციალური ტექნიკა – 3 993 (+0).

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 10 ნოემბერს ფრონტზე 156 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტები ყველაზე მეტად პოკროვსკის მიმართულებას უტევენ.