უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 319 210 (+640) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 19.11.2023-მდე: ტანკები - 5439 (+4), ჯავშანტექნიკა - 10168 (+2), საარტილერიო სისტემები - 7748 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 899 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 588 (+0), თვითმფრინავები - 323 (+0), ვერტმფრენები - 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 5757 (+2), ფრთოსანი რაკეტები - 1563 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 22 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 10127 (+7), სპეციალური ტექნიკა - 1097 (+1).