უკრაინული სამხედროები კვლავ ასრულებენ ამოცანებს რუსეთის კურსკის ოლქში, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, თავდაცვის ძალები ხელს უშლიან მტრის გეგმებს, მტკიცედ ინარჩუნებენ თავიანთ ხაზებს და ხელსაყრელ პირობებში თავად ახორციელებენ აქტიურ ოპერაციებს.

"მტრის მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ ამოცანების შესრულებას რუსეთის ტერიტორიაზე - ჩვენი ყოფნა კურსკის რეგიონში შენარჩუნებულია", - განაცხადა გენერალმა.

სირსკიმ აღნიშნა, რომ წარმატების გასაღები ბრძოლის ველზე აქტიურ თავდაცვასა და ინიციატივაშია, ეს საშუალებას იძლევა მოწინააღმდეგე გამოფიტოს, მაქსიმალური დანაკარგები მიაყენოს და პოზიციები აღადგინოს.

მისი თქმით, მტრის არმიის ყოველდღიური დანაკარგი - დაჭრილები და დაღუპულები სულ მცირე, ათას ჯარისკაცს შეადგენს.