რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მალე არ დასრულდება, ამიტომ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ბრძოლისთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

"ომების უმეტესობა მოსალოდნელზე მეტხანს გრძელდება, ამიტომ უნდა მოვემზადოთ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის", - აღნიშნა მან.

სტოლტენბერგის თქმით, ყველას სურს სწრაფი მშვიდობა, მაგრამ თუ უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, მათი ქვეყანა აღარ იქნება.

"უნდა ვაღიაროთ: თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები შეწყვეტენ ბრძოლას, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს... თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი იარაღს დადებენ, ჩვენ გვექნება მშვიდობა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, უკრაინა საბოლოოდ ნატოს წევრი გახდება.