აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია შეხვდება თუ არა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს, თუმცა, ის თავის გეგმებს ორ დღეში გამოაცხადებს.

ტრამპმა განაცხადა, რომ არ სურს უშედეგო შეხვედრის ჩატარება.

"არ მინდა უშედეგო შეხვედრა, არ მინდა დროის დაკარგვა, ამიტომ ვნახოთ, რა მოხდება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მა დადო „შესანიშნავი გარიგებები, შესანიშნავი სამშვიდობო შეთანხმებები“. და ყველა მათგანი ძლიერია, გარდა "ამის“.

"ვთქვით, წადით ფრონტის ხაზზე, უკან დაიხიეთ და წადით სახლში, ყველამ შესვენება აიღეთ, რადგან ორი ქვეყანა ერთმანეთს კლავს. ორივე ქვეყანა კვირაში 5 000-დან 7 000-მდე ჯარისკაცს კარგავს. ვნახოთ, რა მოხდება. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია.

მე არ მითქვამს, რომ პუტინთან შეხვედრა დროის კარგვა იქნებოდა. ამ ფრონტზე უკრაინასა და რუსეთს შორის ბევრი რამ ხდება. ჩვენ მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეგატყობინებთ“, - განაცხადა ტრამპმა.