სამგორის მეტროში 60 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია.

"შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები „სამგორი“, „ისანი“ და „ვარკეთილი“ დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე.

მატარებლები მგზავრებს ემსახურებიან  მს „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ და პირიქით.  პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, როდესაც შესაბამისი უწყება დაასრულებს საგამოძიებო პროცესს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.