აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტისგან ვოლოდიმირ ზელენსკისგან, სამშვიდობო პროცესის კონტექსტში ქმედებებს ელის. 

"ზელენსკის ქმედებების განხორციელება მოუწევს. რუსეთს შეთანხმება სურს და ზელენსკისაც მოუწევს ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესანიშნავ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს“, - განაცხადა ტრამპმა.

უკრაინამ, აშშ-მა და რუსეთმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში აბუ-დაბიში სამშვიდობო მოლაპარაკებების ორი რაუნდი გამართეს. ამ ხნის განმავლობაში მოსკოვს ომის დასრულებისთვის მზადყოფნის არანაირი ნიშანი არ გამოუვლენია.