თუ უკრაინას ფრონტზე ჩრდილოელ კორეელ ჯარისკაცებთან დაპირისპირება მოუწევს, ეს არავის მოუტანს სარგებელს, ეს ფაქტორი ომს მხოლოდ გაახანგრძლივებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა გაჩნდა ახალი საფრთხე, კერძოდ, კრიმინალური ალიანსი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის.

ამასთან, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოების ლიდერებს და წარმომადგენლებს, რომლებიც თვალს არ ხუჭავენ და გულწრფელად საუბრობენ: ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ უფრო დიდი ომისთვის; ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე; იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ რუსებს გადაუხადონ ფხენიანს ამ დახმარებისთვის.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არასტაბილურობა და საფრთხეები შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს მას შემდეგ, რადგან ჩრდილოეთ კორეა ისწავლის თანამედროვე ომს.

ამავდროულად, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას აქვს მკაფიო მონაცემები, რომ რუსეთის ფედერაციაში ჩადიან ხალხი ჩრდილოეთ კორეიდან და ესენი არიან არა მხოლოდ წარმოების მუშები, არამედ სამხედრო პერსონალიც. უკრაინა პარტნიორებისგან ნორმალურ, გულწრფელ და ძლიერ რეაქციას ელოდება.

ზელენსკის თქმით, სინამდვილეში ეს არის სხვა სახელმწიფოს შესვლა უკრაინის წინააღმდეგ ომში და "ყველას აქვს შესაძლებლობა ნახოს მტკიცებულება" თანამგზავრების და ვიდეოების წყალობით, რომლებიც რუსეთში ჩნდება.

"ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამას. რეაგირება გვქონდეს, დავუპირისპირდეთ და არ უნდა დავუშვათ ბოროტების ზრდა.

თუ მსოფლიო ახლა გაჩუმდება და თუ ფრონტზე ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებთან მოგვიწევს შეჯახება ისევე გამუდმებით, როგორც უნდა დავიცვათ თავი "შაჰედებისგან", მაშინ ეს ნამდვილად არავის მოუტანს სარგებელს მსოფლიოში და მხოლოდ გაახანგრძლივებს ამ ომს. ომს, რომელიც უნდა დასრულდეს სამართლიანად და რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ კორეის თანამგზავრმა დააფიქსირეს ჩრდილოეთ კორეის ჯარების გადაადგილება რუსეთის ფედერაციაში. კერძოდ, ვლადივოსტოკში სპეცრაზმის 1500 ჯარისკაცი იმყოფება.