ვლადიმერ პუტინს შეუძლია დაესწროს შვეიცარიის მიერ ორგანიზებულ შემდგომ პოტენციურ სამშვიდობო კონფერენციებსა და მოლაპარაკებებს უკრაინასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის მიუხედავად, - ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტმა ვიოლა ამერდმა განაცხადა.

"დიახ, თუკი კონფერენციისთვის აუცილებელია სახელმწიფო მოღვაწის არსებობა, მაშინ შეიძლება გამონაკლისი დადგეს და  რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შემთხვევაში, ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იქნებოდა, მაგრამ ეს უნდა იყოს მთავრობის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ამერდმა.

მისი სიტყვები შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნასიო კასისმაც დაადასტურა. მისი თქმით, ამის ორგანიზება შესაძლებელია.

"როგორც მასპინძელ სახელმწიფოს, შეგვიძლია გამონაკლისი დავუშვათ“, - აღნიშნა მან.