უკრაინა ომის დასრულებასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს გამართავს. ბერლინში მრავალი ღონისძიებაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის მოლაპარაკების ჯგუფი უკვე გამართული კონტაქტების შესახებ ანგარიშს წარადგენენ.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი და უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშავებენ.

ამავდროულად, ზელენსკის თქმით, უკრაინელი ოფიციალური პირები აშშ-სა და ევროპას შორის ომის შემდეგ  ქვეყნის რეალური აღდგენისა და განვითარების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს შეხვდება.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მე მექნება შეხვედრები პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან, ასევე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მრავალ ლიდერთან მშვიდობის საფუძველზე - ომის დასრულების პოლიტიკური შეთანხმებით. ახლა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ეს მნიშვნელოვანია ყველა ქალაქისთვის, მნიშვნელოვანია ყველა უკრაინული თემისთვის. ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მშვიდობა იყოს ღირსეული უკრაინისთვის. ჩვენ გვჭირდება გარანტია - გარანტია, უპირველეს ყოვლისა, იმისა, რომ რუსეთი არ დაბრუნდება უკრაინაში მესამე შემოჭრით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას და აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე აქტიურად და კონსტრუქციულად იმუშავებს ყველასთან, ვისაც ნამდვილად "შეუძლია შეთანხმება ნორმალური გახადოს" ამ დღეებში ბერლინში.