ალექსანდრე ლუკაშენკომ შეერთებულ შტატებთან შეთანხმებით, გაათავისუფლა რამდენიმე პოლიტპატიმარი, მათ შორის უკრაინის ხუთი მოქალაქე. ისინი სახლში ბრუნდებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური როლისა და ჩვენი სადაზვერვო სააგენტოების თანამშრომლობის წყალობით, ამჟამად ასზე მეტი ადამიანი, მათ შორის ხუთი უკრაინელი, გათავისუფლდა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მან დაავალა მთავარ სადაზვერვო დირექტორატს და საკოორდინაციო შტაბში წარმოდგენილ სხვა სამსახურებს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსეთში დაკავებული უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, რათა უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლება ახალ წლამდე მოხდეს“.

"ჩვენ გვახსოვს ყველა ჩვენი ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ რუსეთის ტყვეობაშია“, - აღნიშნა მან.

ალექსანდრ ლუკაშენკომ დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში 123 პოლიტპატიმარი შეიწყალა.