უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 272 940 (+620) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 18.09.2023-მდე: ტანკები - 4623 (+3), ჯავშანტექნიკა - 8834 (+6), საარტილერიო სისტემები - 6027 (+24), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 776 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 525 (+2), თვითმფრინავები - 315 (+0), ვერტმფრენები - 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 4769 (+27), ფრთოსანი რაკეტები - 1462 (+7). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 20 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0).

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი -  8571 (+34), სპეციალური ტექნიკა - 901 (+5).