უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 554 510 (+1100) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 10.07.24-მდე: ტანკები - 8180 (+2), ჯავშანტექნიკა - 15 715 (+11), საარტილერიო სისტემები - 14 051 (+36), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1115 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 883 (+3), თვითმფრინავები - 361 (+0), ვერტმფრენები - 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 11 973 (+51), ფრთოსანი რაკეტები - 2389 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 28 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 20269 (+57), სპეციალური ტექნიკა - 2531 (+15).