უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ლევან პარკაია დაიღუპა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში უკვე 81 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ლევან პარკაია დაიღუპა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში უკვე 81 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
1790172418
სამხრეთაფრიკული „ტოიოტა ჩიტასი“, „აირლინკ პუმასი“ და „სუზუკი გრიქასი“, პორტუგალიური „ლუზიტანუში“, ესპანური „იბერიანსი“ და ქართული ფრენჩაიზი - „შავი ლომი“ თავს საქართველოში, თბილისის თასის ფარგლებში მოიყრიან.ტურნირი 24 სექტემბერს, 6 გუნდის მონაწილეობით დაიწყება. ავჭალის სტადიონი თითო სათამაშო დღეს სამ შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც ევროპული გუნდები სამხრეთაფრიკულ კლუბებს დაუპირისპირდებიან."შავი ლომი“ პირველ თამაშს „სუზუკი გრიქასთან“ გამართავს (24 სექტემბერი 20:00); მეორე მატჩი „აირლინკ პუმასთან“ ექნება (29 სექტემბერი, 17:00); მესამე შეხვედრა კი, „ტოიოტა ჩიტასთან“ (4 ოქტომბერი 20:00).ტურნირზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც ინდივიდუალურ მატჩებზე, ისე - დღიურ აბონემენტების სახით. შეგახსენებთ, რომ 6 წლამდე ბავშვებისთვის დასწრება უფასოა.სხვადასხვა სარაგბო კულტურების თბილისურ გზაჯვარედინზე შერკინება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და საქართველოს, როგორც მდიდარი სარაგბო ტრადიციის მქონე ქვეყნის სტატუსს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.თიბისი ქართული რაგბის განვითარებას და მის საერთაშორისო ასპარეზზე გაძლიერებას წლებია მხარს უჭერს. მსგავსი ტურნირები კი, ქართველ მორაგბეებს ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ თამაშის, ახალი გამოცდილების მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარების ახალ შანსებს აძლევს.
1790170952
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, გიორგი ფეიქრიშვილმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დაზარალებულს 47 000 აშშ დოლარის (122 580,70 ეკვივალენტი ლარში) გადაცემა მოსთხოვა, თითქოსდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხიდან მისთვის წილის სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების შვიდ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აცხადებენ პროკურატურაში.
1790170585
კომპანიის შერჩევას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დაბალი ფასითა და ბაზარზე არსებული არჩევანით ხსნის. ლაშა აბაშიძე ამბობს, რომ „როსლავსკი“ მაღალი ხარისხის სატვირთო ვაგონებს აწარმოებს, ევროპული კომპანიები კი საქართველოს რკინიგზისთვის შესაბამის ვაგონებს არ ამზადებენ. რაც შეეხება სანქციებს, აბაშიძე აცხადებს, რომ კომპანიის უკრაინის მიერ სანქცირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს."ეგ კომპანია აწარმოებს ყველაზე საუკეთესო ვაგონებს. ჩვენ მაგ კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება ძალიან დაბალ ფასად, ყველაზე დაბალი ფასი წარმოგვიდგინა. რკინიგზაში ჩვენ ევროპიდან სატვირთო ვაგონებს ვერ ვიყიდით, იმიტომ, რომ არ აწარმოებს ევროპული ქვეყნები ჩვენს სატვირთო ვაგონებს. არანაირად არ არის სანქცირებული, უკრაინის მხრიდან არ ვიცი, არის თუ არა, ვაგონები როცა შემოდის და ჩვენს საკუთრებაში გადმოდის, მას შემდეგ ხდება ანგარიშსწორება, ძალიან მალე შემოვა", - ამბობს ლაშა აბაშიძე. ხელშეკრულების გაფორმების წესსა და რუსულ კომპანიასთან პირდაპირ თანამშრომლობას აკრიტიკებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე. მისი თქმით, საქართველოს რკინიგზამ რუსულ ქარხანასთან ხელშეკრულება კონკურენციის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გააფორმა, მაშინ როდესაც, მისი მტკიცებით, შესაბამისი ვაგონების შეძენა სხვა ქვეყნებშიც იყო შესაძლებელი. "ეს არის ფაქტობრივად პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს რკინიგზამ ყოველგვარი საშუამავლო კომპანიის გარეშე ანუ საქართველოში რეგისტრირებული რომელიმე კომპანიის გარეშე, პირდაპირ რუსულ ქარხანაში, რუსული ბანკის გავლით გადარიცხა თანხა, ანუ აქედან დოლარი გადაირიცხა და იქ კონვერტაციით რუბლები ჩაირიცხა, მაშინ, როდესაც დღეს მსგავსი ვაგონების შეძენა შესაძლებელი იყო სხვა ქვეყნებში. ეს არის ერთ პირთან მოლაპარაკებით გაფორმებული ხელშეკრულება სპეციალური წესით და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. ანუ რკინიგზამ მიიღო თვითონ გადაწყვეტილება, რომ გაუფორმოს ხელშეკრულება რუსულ კომპანიას", - ამბობს ბესიკ დონაძე.
1790167988
არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა.ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელმა სახლს ცეცხლი წაუკიდა.შსს-მ საქმეზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
1790162531
"თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე, ახალი ხიდი შენდება. ხიდის მშენებლობა მისასვლელი საავტომობილო გზების მოწყობის ეტაპზე გადადის.ხიდთან მისასვლელი გზის სამშენებლო არეალში თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალური მილი გადის, რის გამოც აუცილებელი გახდა მისი გადატანა. ახალი მილი უკვე სრულად არის მოწყობილი და ახლა საჭიროა მოქმედი ცენტრალური მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთება.ახალი მაგისტრალური მილის მოწყობა უკვე დასრულებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” კოორდინაციით. განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭიროა მისი მოქმედ წყალმომარაგების ქსელთან დაკავშირება.სამუშაოების უსაფრთხოდ შესასრულებლად აუცილებელია მაგისტრალური სისტემის დაცლა. 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე ცენტრალურ მაგისტრალში წყლის მიწოდება შეწყდება. სისტემის დაცლის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყება ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები, რომლებიც რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად, დღის და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება.აღნიშნული სამუშაოების გამო, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურს და წეროვანის დევნილთა დასახლებას.სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაუყოვნებლივ დაიწყება სისტემის ეტაპობრივი შევსება. ქსელის მასშტაბიდან გამომდინარე, წყალმომარაგება სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად აღდგება.გვესმის, რომ წყალმომარაგების ხანგრძლივი შეზღუდვა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან დისკომფორტს შექმნის, რისთვისაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბოდიშს უხდის თითოეულ აბონენტს.სამუშაოები წინასწარ მომზადებული გეგმითა და უწყვეტ რეჟიმში ჩატარდება, რათა წყალმომარაგება განსაზღვრულ ვადაში აღდგეს.გადაერთების სამუშაოების მიმდინარეობისა და შესრულებული ეტაპების შესახებ განახლებულ ინფორმაციას საზოგადოებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგულარულად მიაწვდის.შეზღუდვის ზუსტი არეალის, წყლის ცისტერნების განთავსებისა და წყალმომარაგების აღდგენის ეტაპების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოსახლეობას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიაწვდის. მოსახლეობას ვთხოვთ, შეზღუდვის დაწყებამდე უზრუნველყოს სასმელი წყლის აუცილებელი მარაგი.ახალი ხიდი 1970-იან წლებში აშენებული არსებული ხიდის პარალელურად შენდება და თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს. მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება", - აღნიშნულია განცხადებაში.
1790159672
მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საქმეებში არ დევს მტკიცებულება, რაც მის დანაშაულს დაადასტურებს."ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს 4 სისხლის სამართლის საქმე, აქედან ერთ-ერთი არის ე.წ. ძაღლების საქმე, რომელიც მოფიქრებულია 13 წლიანი სასჯელის გადაფარვის მიზნით. ამ საქმეზე ჩვენ დაწყებული გვაქვს არსებითი განხილვა და უკვე სამ თვეზე მეტია, რაც სასამართლომ აღნიშნული საქმე შემოდო თაროზე და მიზეზი არის ის, რომ მტკიცებულებები არ გააჩნიათ, რომელიც დაადასტურებდა, რომ ალეკო ელისაშვილმა რამე დანაშაული ჩაიდინა. აგრეთვე, მიზეზი არის, რომ თუ მოხდებოდა აღნიშნული საქმის განხილვა, საზოგადოება კარგად დაინახავდა, თუ როგორ მიმდინარეობს პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმის შეკერვა მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში და აქ ერთადერთი მტკიცებულება არის ე.წ. ძაღლები. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არ განიხილავენ ამ საქმეს არის ის, რომ ალეკო ელისაშვილს აქვს შეზღუდვები დაწესებული, რომელიც შეეხება, როგორც ოჯახის წევრების, ისე სხვებთან კომუნიკაციას, შეზღუდული აქვს ასევე მიმოწერის უფლება, ამიტომ, ვთხოვ სასამართლოს, დაუყოვნებლივ ჩამოიღოს თაროდან ეს საქმე და დაიწყოს მისი არსებითი განხილვა, ასევე, ვთხოვთ პროკურატურას, ის ბრალი, რომელიც არის აბსურდული, რის გამოცაა შეზღუდვები დაწესებული, გაუუქმოს", - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.
1790157832
საკუთარ თავში დაეჭვებას რა უნდა?! მით უმეტეს, როცა 19 წლის ხარ. ამ დროს, ყველაზე მეტად გადაწყვეტილების მიღების ეშინიათ, ვაითუ, მომავალი არ იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც ჩაფიქრებულია.სწორედ ამ დროს არის მნიშვნელოვანი სწორი ორიენტირის პოვნა, ამ ამბავში კი განათლება გადამწყვეტ როლს თამაშობს. საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. სხვადასხვა პროგრამით და შემეცნებითი სერიით ჩვენ გვერდში ვუდგავართ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არ ჩერდებიან.პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები თავიანთ 19 წლის ვერსიებს უბრუნდებიან და დღევანდელი გადასახედიდან უზიარებენ გამოცდილებას, რომელიც ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება.სერიაში ამჯერად ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, გვანცა დარასელიას რჩევებს მოვუყარეთ თავი. მისი ისტორია და გამოცდილება კარგი მაგალითია მათთვის, ვისაც ეჭვები აწუხებთ, თუმცა წინ დიდი და საინტერესო გზა აქვთ გასავლელი.გვანცას საკუთარი თავის 19 წლის ვერსიას პირველ რიგში საკუთარი შესაძლებლობების რწმენასა და დაფასებას ურჩევს.შენ საკმარისად კარგი ხარ და თუ დამიჯერებ, უფრო მეტიც!ჟურნალისტის თქმით, პროფესიული გზის დასაწყისში ხშირია ხოლმე ღელვა არჩეული პროფესიული მიმართულების შესახებ. შანსი რომ ჰქონდეს, გვანცა დაამშვიდებდა საკუთარ 19 წლის თავს და ურჩევდა, რომ ცოტათი მაინც დამტკბარიყო საკუთარი მიღწევებით.19 წლის ასაკში უკვე ყველაზე მაგარ ტელევიზიაში მუშაობ, თან ყველაფერი წინაა! სწორი არჩევანი გააკეთე.როცა საქმე მიზნების მიღწევასა და კარიერულ წინსვლას ეხება, გადამწყვეტია ისეთი უნარების გამომუშავება, რომლებიც ყოველდღიურობას უფრო პროდუქტიულს ხდის. გვანცას გამოცდილებით, ერთი მთავარი ჩვევა, რომელმაც მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, დროის მართვასა და ორგანიზებულობას უკავშირდება.ეს ჩვევა მარტივად ჟღერს, თუმცა დიდი ძალა აქვს, ჩამოწერე გეგმები და ნუ გადადებ საქმეებს.გვანცას თქმით, უნივერსიტეტის წლები და მიღებული განათლება ის მთავარი საყრდენი იყო, რამაც საკუთარი არჩევანის სისწორე დაანახა.სწავლის პროცესმა დამარწმუნა, რომ პროფესია სწორად ავირჩიე, სწავლამ მომცა ბიძგი მუდმივად ვიდგე განვითარების გზაზე.ამიტომაც, სტუდენტებს იმაზე კარგს ვერაფერს ურჩევს, ვიდრე შემეცნება და პროფესიულად ჩამოყალიბებაა. სტუდენტობა ის პერიოდია, როცა შენი მთავარი და ერთადერთი საქმიანობა დარგის შესწავლა და უნარების განვითარებაა. გამოიყენე ეს დრო მაქსიმალურად, რადგან ის სავსეა უნიკალური შესაძლებლობებით.სულ მალე იმაზე ბევრი პასუხისმგებლობა გექნება, ვიდრე წარმოგიდგენია. ამიტომ, არ გააცდინო ლექციები უმიზეზოდ, ინანებ!წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მარცხი და დაბრკოლებები გარდაუვალია. თუმცა, მთავარია, მათზე როგორი რეაქცია გვექნება. გვანცა მიიჩნევს, რომ შეცდომა შრომის და მოქმედების თანმდევი პროცესია.შეცდომას ის უშვებს, ვინც აკეთებს, მუშაობს, შრომობს. შეცდომის აღიარება განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.საბოლოო ჯამში, 19 წელი ზუსტად ის დროა, როცა უნდა ეძიო, დაუშვა შეცდომები, არ გადადო საქმე და დაეყრდნო საკუთარ თავს. ამ მნიშვნელოვან და საინტერესო გზაზე კი საქართველოს ბანკი შენი უცვლელი მხარდამჭერია.გაეცანი ჩვენს პროექტებს ganatleba.bog.ge-ზე და განათლების გზაზე არ გაჩერდე!
1790156562
„TV პირველის” მთავარი ღირებულებები ყოველთვის იყო დამოუკიდებლობა, სიმართლე და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა.მაქსიმალური ღიაობა, ტელევიზიის განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობა ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა - ამ გზაზე დგება თანამედროვე, განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლისა და ახალი მედიასტანდარტის დანერგვის დრო.ჩემი და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით შეიქმნა “TV პირველის” საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო, რომელსაც თავად მე ვუხელმძღვანელებ. საბჭო აერთიანებს მედიის, კულტურისა და საზოგადოებრივი სფეროს ავტორიტეტულ წარმომადგენლებს - ირაკლი მელაშვილს, დოდო შონავას, გიორგი მშვენიერაძეს, გია ხუხაშვილს, დავით ძიძიშვილს, ირაკლი აფაქიძეს, ზაალ უდუმაშვილს, ინგა გრიგოლიას და თამარ ჯინჭარაძეს. ეს ადამიანები ხელს შეუწყობენ “TV პირველში” ახალი იდეების გენერირებას, არხის განვითარებასა და მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას პროცესებში.პირველ სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წარვუდგინე დირექტორობის ახალი კანდიდატი - ლევან ჯორბენაძე, რომელიც ყველა იდეის განხორციელებაში დაგვეხმარება.მჯერა, რომ ეს ცვლილებები მეტი შესაძლებლობებისა და “TV პირველის” განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია“, - წერს ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში.
"შანსი იმისა, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროპას, ან აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, არის ნულის ტოლი, სანამ ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი"
1789586780
მაგთის Mesh Wi-Fi - ძლიერი ინტერნეტსიგნალი შენობის ყველა წერტილში
1789025774
17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი წარუდგინეს
1789123149
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
1789583772
ბიზნესმენ თემურ უგულავას დაფუძნებული "რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილმა იყიდა
1789760302