უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 163 320 (+760) ჯარისკაცი დაკარგა. 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 17.03.2023-მდე: ტანკები - 3 506 (+2), ჯავშანტექნიკა - 6 823 (+13), საარტილერიო სისტემები - 2 552 (+13), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 504 (+1). 

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 265 (+0), თვითმფრინავი - 305 (+0), ვერტმფრენები - 290 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 2 145 (+0), ფრთოსანი რაკეტები - 907 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 18 (+0). 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი -  5401 (+7), სპეციალური ტექნიკა - 258 (+1).

გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს რუსების 70-ზე მეტი თავდასხმა ხუთი მიმართულებით, ასევე გაანადგურეს ოკუპანტების ხუთი სამეთაურო პუნქტი.