უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 164 200 (+880) ჯარისკაცი დაკარგა. 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 18.03.2023-მდე: ტანკები - 3 511 (+5), ჯავშანტექნიკა - 6 830 (+7), საარტილერიო სისტემები - 2 560 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 506 (+2). 

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 265 (+0), თვითმფრინავი - 305 (+0), ვერტმფრენები - 290 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 2 159 (+14), ფრთოსანი რაკეტები - 907 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 18 (+0). 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი -  5404 (+3), სპეციალური ტექნიკა - 259 (+1).

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს 100-ზე მეტი შეტევა და 8 დარტყმა მიაყენეს მტრის კონცენტრაციის ზონებს.