უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 134 170 (+920) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 23.10.25-მდე: ტანკები – 11 282 (+2), ჯავშანტექნიკა – 23 453 (+6), საარტილერიო სისტემები – 33 938 (+24), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 525 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 230 (+1), თვითმფრინავები – 428 (+0), ვერტმფრენები – 346 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 73 386 (+626), ფრთოსანი რაკეტები – 3 880 (+16).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 65 228 (+106), სპეციალური ტექნიკა – 3 981 (+0).