უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 188 490 (+710) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 14.12.25-მდე: ტანკები – 11 410 (+1), ჯავშანტექნიკა – 23 721 (+7), საარტილერიო სისტემები – 35 041 (+9), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 567 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 259 (+1), თვითმფრინავები – 432 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 90 124 (+440), ფრთოსანი რაკეტები – 4 073 (+13).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 69 789 (+81), სპეციალური ტექნიკა – 4 026 (+0).