ადვოკატის უფლებები განუხრელად იქნება დაცული მომდევნო 4 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა.

"მაქვს მოლოდინი, რომ მოვა ბევრი ადვოკატი, გააკეთებს სწორ არჩევანს და ჩვენ უზრუნველვყოფთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში განვითარებას ადვოკატის პროფესიის და თითოეული ადვოკატის უფლებრივ უზრუნველყოფას, გათანაბრებას მართლმსაჯულების სხვა რგოლებთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადვოკატის უფლებები განუხრელად იქნება დაცული მომდევნო 4 წლის განმავლობაში", - განაცხადა ყანდაშვილმა.

ადვოკატთა ასოციაცია დღეს ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. დღევანდელ კრებაზე აირჩევენ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებსაც.

არჩევნების შედეგები 20:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.