უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 433 230 (+1 330) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 22.07.26-მდე: ტანკები – 12 163 (+2), ჯავშანტექნიკა – 24 982 (+4), საარტილერიო სისტემები – 46 492 (+57), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 958 (+3).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 513 (+0), თვითმფრინავები – 438 (+0), ვერტმფრენები – 354 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 981 (+11); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 421 900 (+1 610), ფრთოსანი რაკეტები – 4 933 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 34 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 123 702 (+355), სპეციალური ტექნიკა – 4 450 (+9).