უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 271 790 (+350) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 16.09.2023-მდე: ტანკები - 4616 (+4), ჯავშანტექნიკა - 8824 (+10), საარტილერიო სისტემები - 5988 (+16), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 774 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 521 (+0), თვითმფრინავები - 315 (+0), ვერტმფრენები - 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 4738 (+24), ფრთოსანი რაკეტები - 1455 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 20 (+0).

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი -  8525 (+33), სპეციალური ტექნიკა - 891 (+2).