უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტებზე თავდასხმა განახორციელეს, დაღუპულია ათობით და დაჭრილი ასამდე რუსი სამხედრო.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა დარტყმას უკვე უწოდეს მტერზე შურისძიება ზაპოროჟიეს მიმართულებაზე უკრაინელებზე რუსული თავდასხმისთვის. საუბარია 128-ე ბრიგადაზე თავდასხმაზე.

უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ 810-ე სევასტოპოლის საზღვაო ბრიგადას ხერსონის რეგიონში მაშინ დაარტყეს, როდესაც ოკუპანტებს აჯილდოებდნენ.

რუსები დანაკარგს მალავენ, თუმცა სავარაუდოდ, საუბარია ათობით მოკლულ და ასამდე დაჭრილ ოკუპანტზე.

3 ნოემბერს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში უკრაინელ სამხედროებზე თავდასხმა მაშინ განახორციელეს, როდესაც არტილერიის დღესთან დაკავშირებით ჯარისკაცებს აჯილდოებდნენ. დაიღუპა 19 უკრაინელი სამხედრო, დაშავდა ათობით, დაშავებულებს შორის ადგილობრივი მოსახლეობაც იყო.

128-ე ბრიგადაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.