„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ ქარტიის პრიზი 2025-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაზე გამოცხადდა.

მზია ამაღლობელი 11 თვეა, უკანონო პატიმრობაშია.

"მედიის ადვოკატირების კოალიცია“ აერთიანებს მედიის საკითხებზე და მედიის წარმომადგენელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მედიაგარემოს შექმნას საქართველოში.