უკრაინა ამ კვირაში ევროპაში შეხვედრებისთვის ემზადება. მოსალოდნელია ახალი გადაწყვეტილებები უკრაინის სახელმწიფოს სასარგებლოდ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს დიდი საერთაშორისო სამუშაო ჩატარდა ამ კვირაში ევროპაში დაგეგმილი შეხვედრებისთვის მოსამზადებლად. უკრაინა ასევე კომუნიკაციაშია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდთან.

"საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის, მხარდაჭერა უკრაინისთვის - ეს ყოველდღიური ამოცანაა და ყოველდღე უნდა დავდოთ ეს შედეგი, ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ახალი გადაწყვეტილებები. უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფი მუშაობს 24/7", - განაცხადა ზელენსკიმ.

ხვალ, 6 იანვარს, საფრანგეთში გაიმართება "მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა ლიდერების დონეზე. სავარაუდოდ, მას აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი დაესწრებიან.