უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინელ ხალხთან ერთად, 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაზეა წარდგენილი.

განაცხადი ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორმა დაგ ეისტეინ ენდშემ შეიტანა, რომელსაც ნობელის კომიტეტის წესების შესაბამისად კანდიდატის წარდგენის სრული უფლებამოსილება გააჩნია.

ცნობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის. კანდიდატების საბოლოო შერჩევამდე სიას ასობით ადამიანი ემატება. გამარჯვებულს კი 9 ოქტომბერს დაასახელებენ.