ეს და პლუს ივანიშვილის ბიტკოინები არის მიზეზი ელექტროენერგიის ფასის მკვეთრი გაძვირების. როგორც კი ესენი ჩაიხსნებიან, დენი ისევ გაიაფდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ამ გარემოებასთან ერთად  ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინები არის მიზეზი ელექტროენერგიის ფასის მკვეთრი გაძვირების.

"შევარდნაძის დროს დენი არ იყო, იმიტომ რომ მისი ენერგეტიკის მინისტრები რუსეთის ჩუბაისთან ერთად ყიდდნენ ენგურჰესის დენს მარცხნივ თურქეთში.

ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ ანატოლი ჩუბაისი შემხვდა და შემომთავაზა იგივე სქემის გაგრძელება. ნუ, ჩემი პასუხი გასაგებია, რის შემდეგაც ჩუბაისმა საჯაროდ მიწოდა "რუსოფობი", სამაგიეროდ საქართველოში დენი მოვიდა. 

კალაძემ კი ენერგეტიკის მინისტრობისას და ახლა უკვე მერობისას განაახლა რუსებთან ერთად ფულის კეთების სქემები, მათ შორის თაღლით მაქაცარიასთან ერთად. 

ეს და პლუს ივანიშვილის ბიტკოინები არის მიზეზი ელექტროენერგიის ფასის მკვეთრი გაძვირების. როგორც კი ესენი ჩაიხსნებიან, დენი ისევ გაიაფდება.

მადლობა ყურადღებისთვის", - წერს მიხეილ სააკაშვილი.