უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის შემდეგ უკრაინას შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები ექნება და თუ რუსეთი აგრესიას გააგრძელებს, მაშინ ამერიკა უკრაინისთვის იბრძოლებს.

მისივე თქმით, თუ რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ომის გახანგრძლივებას გადაწყვეტს, მაშინ შეერთებული შტატები ისე იმოქმედებს, როგორც ახლო აღმოსავლეთში მოიქცა.

"აშშ-ის გარანტიები, ჩვენი შეთანხმებები, ეს არის ძალიან ძლიერი გარანტიები. რაში მდგომარეობს მათი შინაარსი? ამერიკის შეერთებული შტატების გარანტიები უკრაინას ექნება ომის დასრულების შემდეგ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორია ეს გარანტიები? თუ პუტინი, ან ნებისმიერი სხვა, ვინც რუსეთის სათავეში იქნება, ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ჩვენ მივაღწევთ ცეცხლის შეწყვეტას ან მშვიდობას, გადაწყვეტს ხელახლა დაგვესხას თავს და დაარღვიოს ეს შეთანხმებები, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები ომში ერთვება და იბრძვის უკრაინის მხარეს. აი, ეს არის გარანტიების არსი. ეს ფორმატი ზუსტად ისეთივეა, როგორიც მათ აქვთ ახლო აღმოსავლეთში", - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ უკრაინა იდგება როგორც ძლიერი სახელმწიფო, მაშინ პუტინი ვერაფერს დააკლებს და ვერ შეძლებს მის გატეხას.