უკრაინას ჯერ არ აქვს საკმარისი ძალა 1991 წლის საზღვრების დასაბრუნებლად, ჩვენ მზად ვართ დიპლომატიურად დავიბრუნოთ ყირიმი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ვსაუბრობთ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც 2014 წლიდან სრულმასშტაბიან შემოჭრამდე იყო ოკუპირებული პუტინის მიერ. იურიდიულად ჩვენ ამას არ ვაღიარებთ. მეორეს მხრივ, ჩვენ გვესმის, რომ ჯერ არ გვაქვს ისეთი ძალა, იარაღით ხელში პუტინი 1991 წლის საზღვრებზე დავაბრუნოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა ნათლად თქვა, რომ ყირიმი არასოდეს დაბრუნდება უკრაინის ხელში.

"მზად ხართ დათმო ყირიმი სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რომელიც დაასრულებს ამ ომს და შეაჩერებს სისხლის ღვრას უკრაინაში?  მე უკვე აღვნიშნე, რომ ჩვენ მზად ვართ დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ ყირიმი. ჩვენ არ შეგვიძლია ათიათასობით ჩვენი ხალხის დაკარგვა ყირიმის დასაბრუნებლად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მას ესმის, რომ ყირიმი უკრაინას მხოლოდ დიპლომატიური გზით დაუბრუნდება და არა იარაღით ხელში.