თუ შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემცირებას გადაწყვეტს, ჩვენი ქვეყანა დიდი ალბათობით, წააგებს. საკუთარი წარმოება საკმარისი არ არის წინააღმდეგობის გასაწევად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

საუბრის დროს ჟურნალისტმა პრეზიდენტს მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ მისი ბოლოდროინდელი განცხადებების დაზუსტება სთხოვა, კერძოდ, საუბარია ზელენსკის უკრაინულ რადიოსთან ინტერვიუზე, სადაც მან განაცხადა:  ”ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ამ ომის დროს ჩვენმა ხალხმა და მე პირადად შეერთებულ შტატებთან, ტრამპთან, ბაიდენთან და ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებების დროს დავამტკიცეთ, რომ "დაჯექი და მოუსმინე“ რიტორიკა ჩვენთან არ მუშაობს". 

ამ კონტექსტის გახსენებისას, Fox News-ის ჟურნალისტმა ჰკითხა ზელენსკის, რა მოხდება, თუ აშშ-ის მთავრობა შეამცირებს უკრაინის სამხედრო დახმარებას, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში უკრაინა დიდი ალბათობით წააგებს.

"თუ შეამცირებენ, ვფიქრობ, რომ წავაგებთ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვიბრძოლებთ, გვაქვს ჩვენი წარმოება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი გასამარჯვებლად, არ არის საკმარისი გადასარჩენად, მაგრამ თუ ამერიკული არჩევანი ასეთი იქნება, ჩვენ გადავწყვეტთ, რა გავაკეთოთ", - განაცხადა ზელენსკიმ.