დღეს უკრაინის არმიის წევრთა რაოდენობა 880 ათას ადამიანს შეადგენს. დაახლოებით 600 ათასი რუსი ოკუპანტია, მაგრამ იმის გამო, რომ თავდაცვის ძალები იცავენ მთელ ქვეყანას, ფრონტის ზოგიერთ რაიონში მტერს აქვს რიცხობრივი უპირატესობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ სამხედრო პერსონალის რაოდენობის შესახებ განცხადება უკრაინაში უცხოური კონტინგენტის შესაძლო შეყვანის შესახებ კითხვის პასუხად გააკეთა. მისი თქმით, ეს განიხილება „მომავლის პროგრამის“ ფარგლებში.

"რატომ? როგორც არ უნდა იყოს და ომის შემდეგაც უნდა გავიგოთ ვისთან გვაქვს საქმე. იცით, დღეს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე 600 ათასი (ცოტა მეტი) რუსული კონტინგენტია. შეიძლება ცოტა ნაკლები იმის მიხედვით, თუ როგორ მუშაობენ ჩვენი ბიჭები დღეს. რაც შეეხება უკრაინის არმიას, დღეს ის 880 ათასისგან შედგება, მაგრამ 880 ათასი იცავს მთელ ტერიტორიას. რუსული ჯარები კონცენტრირებულია გარკვეულ მიმართულებებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა მხარს უჭერს ინიციატივას უცხოური კონტინგენტით, მაგრამ პირველ რიგში, აუცილებელია იმის გაგება, როგორი შეიძლება იყოს ის და მეორეც, როგორი იქნება უკრაინის არმია.

"ეს არის ძალიან დიდი არმია. სწორედ ასეთი დიდი არმია აკავებს დღეს მტერს. ესეც სერიოზულია და დღეს - უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია.

პლუს დახმარება, პლუს იარაღი ჩვენი პარტნიორებისგან. ამიტომ, როგორ შევინარჩუნოთ დიდი არმია ასევე ამ შეთანხმებების ნაწილია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.