"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა  მამუკა მდინარაძისთვის გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებას ტრაგიკომედიას უწოდებს და ამბობს, რომ ეს ისეთი ამბავია, სასაცილო უფროა თუ სატირალი, ჯერ კიდევ ვერ ხვდება.

"გენერალ-მაიორი მდინარაძე ისეთი ამბავია, სასაცილო უფრო თუ სატირალი, არ ვიცი. მახსენდება ბრეჟნევი - დასაცინი გახდა ეს ადამიანი, როდესაც 80 წელს იყო გადაცილებული, მარაზმში იყო და ასაკი თავისას უშვება. ახალგაზრდა კაცი ასე რამ უნდა გამოათაყვანოს, რომ გენერალ-მაიორობა მიანიჭებინოს, თან უშიშროების. უშიშროების გენერალ-მაიორი ვიდრე მდინარაძე გახდებოდა, იყო ალექსი ინაური, ლეგენდარული, რომელიც მასშტაბურ სპეცოპერაციებს ხელმძღვანელობდა. მდინარაძის ერთადერთი ოპერაცია კი ისაა, რომ ელისაშვილი დააკავა. ეს კომედია მარტო მდინარაძეს რომ ეხებოდეს, არ იქნებოდა ტრაგედია, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტები - რაც არის გენერალი მდინარაძე ის არის პარლამენტიც, მთავრობაც და თვითმმართველობაც. რაც შეეხება კაბინეტს - კობახიძის გვერდზე უმზადებენ თუ ღარიბაშვილის, ამას უახლოეს დღეებში ვნახავთ", - განაცხადა კუკავამ "ტვ პირველის" ეთერში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროს მამუკა მდინარაძეს თანამდებობიდან გაშვების წინა დღეს ირაკლი კობახიძემ გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა. ეს მდინარაძის მე-6 წოდებაა ბოლო 7 თვის განმავლობაში.

21 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ მამუკა მდინარაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა (გეკა) გელაძე შეცვლის. თავად მდინარაძე კი ახალი სამინისტროს „სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ინიშნება.  მას ამავდროულად ექნება ვიცე-პრემიერის თანამდებობაც.