ვერაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი სამი პირიდან ორი 17 და 18 წლის ბიჭები არიან, მესამე დაჭრილი კი ქალია, რომელიც გზაზე გადაადგილდებოდა და ტყვია შემთხვევით მოხვდა.

ახალგაზრდები ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რომელსაც დაახლოებით 10 ნატყვიარი აღენიშნება.

დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილი, მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.

შანიძის ქუჩაზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის.