ახლა მართლა დროა ძალიან მჭიდრო კოორდინაციის, ერთიანი დემოკრატიული ფრონტის შექმნის და მართლა ერთობით რეჟიმის წინააღმდეგ გალაშქრების, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი შეტევაზეა გადასული.

"ბიძინა ივანიშვილის ეს ქმედება იყო პასუხი ევროკავშირის კომისიის გაფართოების უმძიმეს დასკვნაზე. ივანიშვილმა იფიქრა, რომ უკან დახევის დრო კი არ აქვს, არამედ კიდევ უფრო მეტ შეტევაზე უნდა გადავიდეს. პრაქტიკულად, შეტევის რეჟიმის ბოლო ფაზაშია გადასული, ამის იქით უკვე აღარაფერია.

ჩვენ არ ვცხოვრობთ გასული საუკუნის 30-იან წლებში, როცა მას პირდაპირ შეუძლია, კედელთან მიაყენოს ადამიანები და დახვრიტოს. ახლა მართლა დროა ძალიან მჭიდრო კოორდინაციის, ერთიანი დემოკრატიული ფრონტის შექმნის და მართლა ერთობით რეჟიმის წინააღმდეგ გალაშქრების. ერთობლივი ძალებით უნდა ვებრძოლოთ პროპაგანდას", - განაცხადა გიორგი კირთაძემ. 

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.