დღეს ცნობილი გახდა, რომ კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, 26 წლის გიგა ავალიანი, რომელსაც არსებული ინფორმაციით, თბილისში, თემქაზე ჩაუსაფრდნენ, სცემეს და თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს.

არსებული ინფორმაციით, მას 1 ოქტომბერს ჩაუსაფრდნენ, სცემეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს.

26 წლის გიგა ავალიანი კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

"მოითხოვეთ დამნაშავეების დასჯა, სანამ თქვენს შვილებსაც მოკლავენ. შვილი 16-17 წლის ბავშვებმა მომიკლეს, რომელიც ხვალ თქვენს შვილებსაც მოკლავენ, თუ ისინი არ დაიჭირეს. გიგა ჯგუფურად მომიკლეს. ერთს ტენიან, რომ მარტივად გამოვიდნენ. გააზიარეთ ეს ვიდეო! შეცვალეთ კანონები. მკვლელები არიან არასრულწლოვნები", - აცხადებს გარდაცვლილის დედა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.