ჩვენი ყველა პარტნიორი აღასრულებს მათ მიერ გაცხადებულ პოლიტიკას ივანიშვილის რეჟიმის მიერ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯების გამო, - ამის შესახებ "დროას" წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე რთული პერიოდი ელის ქვეყანას.

"გერმანიის ელჩმა პირდაპირ, ღიად ისაუბრა თუ რა მოხდება საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობებში. ეს იქნება მოკლე, მაგრამ ძალიან რთული პერიოდი 26 ოქტომბრამდე, როდესაც შედგება რეფერენდუმი. 

გერმანია, დანია, ევროპული კავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები - ჩვენი ყველა  პარტნიორი აღასრულებს მათ მიერ გაცხადებულ პოლიტიკას ივანიშვილის რეჟიმის მიერ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯების გამო", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ამ დროისთვის არ იღებს.