პუტინის გეგმაა, რომ საქართველო აღარ იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, ამ გეგმას "ქართული ოცნება" ასრულებს, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას მარტო სანქციების არ ეშინია.

"ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას მარტო სანქციების არ ეშინია, არამედ ისინი პირდაპირ ასრულებენ რუსეთის, პუტინის გეგმას და რუსეთის გეგმაა, რომ საქართველო აღარ იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, საქართველო აღარ იყოს დასავლეთის - ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს არ შეეძლოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება და ერთადერთ ალტერნატივად დარჩეს, რომ იყოს რუსეთის ვასალი", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.