თუ სისტემურობა არ დგინდება, არანაირი სანქციები არ წესდება ქვეყნების მიმართ, შესაბამისად, ვინაიდან, სისტემურობა დადგენილია, სწორედ ამიტომ დაუწესდა "ქართულ ოცნებას" სანქციები, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, "ქართულ ოცნება" თავის ამომრჩეველს პროპაგანდისტულად იყენებს.

"ქართულ ოცნებას" პროპაგანდისტულად სჭირდება საკუთარი ამომრჩეველი და ზოგადად, სურს, რომ საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ კონკრეტული ადამიანები არიან დამნაშავეები და არა სისტემა. სინამდვილეში, დასავლური გადაწყვეტილებები მიიღება სისტემური ძალადობის გამო.

თუ სისტემურობა არ დგინდება, არანაირი სანქციები არ წესდება ქვეყნების მიმართ, შესაბამისად, ვინაიდან, სისტემურობა დადგენილია, სწორედ ამიტომ დაუწესდა "ქართულ ოცნებას" სანქციები და ერთი კონკრეტული ადამიანი, თუნდაც პოლიტიკოსი ვერ შეძლებს, რომ დაარწმუნოს დასავლური სახელმწიფოების ქვეყნების ინდივიდუალური მთავრობები, რომ მათ სანქციები გამოსცენ", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.