პატიმრებს არ მიეწოდებათ ღირსეული საკვები, ასევე მათ ძალიან დიდი პრობლემა ექმნებათ, რადგან არ აქვთ ღირსეული და სწრაფი სამედიცინო მომსახურება, - ამის შესახებ იურისტმა და ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება საყოველთაო და სამართლიანი ამნისტია.

"ბოლო წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა. ამ ყველაფერმა საპატიმრო დაწესებულებებში მრავალი პრობლემა გამოიწვია. პატიმრებს არ მიეწოდებათ ღირსეული საკვები, ასევე მათ ძალიან დიდი პრობლემა ექმნებათ, რადგან არ აქვთ ღირსეული და სწრაფი სამედიცინო მომსახურება.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო - დღეს საქართველოს სჭირდება საყოველთაო და სამართლიანი ამნისტია. იმ პირობებში, როდესაც შეწყალების აქტი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, მეორე მხრივ კი, პატიმრები საპყრობილეში არიან გამოკეტილი, რომლებსაც აქვთ ბევრი და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები, ასევე მათ ელოდებიან არასრულწლოვანი შვილები, მშობლები სახლში და რომლებსაც ერთი სული აქვთ, ნახონ თავიანთი ოჯახის წევრები, დღეს საქართველოს სჭირდება საყოველთაო და სამართლიანი ამნისტია", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.