ამ ველზე, სადაც "ქართულმა ოცნებამ" დაკარგა ამომრჩეველი, იმ ამომრჩევლებისთვის უნდა იყოს კიდევ ერთი შესაძლებლობა. მე მაქვს ბევრ ყოფილ თანამოაზრესთან თუ თანამებრძოლთან საუბარი. ვისურვებდი, ამ პალიტრაში იყოს გიორგი კვირიკაშვილიც, არაჩვეულებრივი იქნებოდა მისი მონაწილეობა, - ამის შესახებ  პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობის" ყველა ამომრჩეველი, ბოლო კვლევებითაც ჩანს ეს და ჩვენც, ცოტა, ვისაც გამოცდილება გვაქვს, ვაანალიზებთ ამას, რომ გადანაწილებულია ყველა იმ პარტიაზე, ვინც უკვე ჩანს ამ ველზე და მიუხედავად ამ მრავალფეროვნებისა, 25% მაინც რჩება, რაც ძალიან დიდი ციფრია, რომელიც არცერთ ამ  კომბინაციას  ანუ გაერთიანებას მხარს არ უჭერს და ფიქრობს, რაღაცას ელოდება. ეს არის ის ველი, სადაც არის "ქართული ოცნების" მიერ დაკარგული  ამომრჩეველი, რომელსაც უნდა რაღაც სხვა, ის არ მისცემს ხმას "ნაციონალურ მოძრაობას", მაგრამ არ არის საკმარისი, როგორც ჩანს, ამ კვლევებით, მხოლოდ  გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია. მას სჭირდება კიდევ რაღაც მსგავსი, დაახლოებით ბიოგრაფიის თუ  პოლიტიკური ისტორიის რაღაც ტიპის არჩევანი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ველზე, სადაც "ქართულმა ოცნებამ" დაკარგა ამომრჩეველი, იმ ამომრჩევლებისთვის იყოს კიდევ ერთი შესაძლებლობა. მე მაქვს ბევრ ასეთ ყოფილ თანამოაზრესთან თუ თანამებრძოლთან საუბარი, მაგრამ მათთვისაც მეტი სიცხადე და მკაფიოობაა საჭირო, მათთვისაც უფრო კონკრეტიკაა საჭირო. ისინიც ელოდებიან როგორ დალაგდება საარჩევნო გადანაწილება. ვისურვებდი, ამ პალიტრაში იყოს გიორგი კვირიკაშვილიც, არაჩვეულებრივი იქნებოდა მისი მონაწილეობა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ საარჩევნოდ თავისი პარტიის რეგისტრაცია დაიწყო და ახალი მოძრაობის შექმნას აპირებს. მოძრაობის წევრების ვინაობას კი ჯერჯერობით არ ასახელებს.