კალაძე საათობრივად დეგრადირებს, ყოველი მისი გამოსვლა არის კიდევ უფრო ღრმა ფსკერი, რაზეც სამართლიანად დაუტოვა ევროკავშირის ელჩს შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროპისა და ევროკავშირის გინებაში აქვთ შეჯიბრი გამოცხადებული, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი შანსი ევროკავშირში გაწევრიანების არ აქვს საქართველოს თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში.

"კალაძე საათობრივად დეგრადირებს, ყოველი მისი გამოსვლა არის კიდევ უფრო ღრმა ფსკერი, რაზეც სამართლიანად დაუტოვა ევროკავშირის ელჩს შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროპისა და ევროკავშირის გინებაში აქვთ შეჯიბრი გამოცხადებული. ზუსტი მიგნებაა, რადგან, ამას წინ ეს კინტო, გამოვიდა და გერმანიის მინისტრს კუბილიუსი კაბაში უწოდა. ეს წყალწაღებული კინტო მაინც თავის პირველ ჩვენებას აწვება, ევროკავშირს ადარებს საბჭოთა კავშირს და ამავე დროს იძახის, რომ ყველაზე მეტად ევროპელები ჩვენ ვართ. ამავე დროს, გამოდის ევროკავშირის ელჩი და იძახის, რომ არანაირი შანსი ევროკავშირში გაწევრიანების არ გვაქვს თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში. გამოდიან მაკრონი, შოლცი, ევროპარლამენტარები და ყველა, ვინ ევროპის საჭესთანაა და ვინც უნდა მიიღოს ჩვენი გაწევრიანების საუბრის დაწყება, ამბობენ, რომ შანსი არ არის და ესენი მაინც უტიფრად გამოდიან. ხომ შეიძლება, რომ გერმანიის მინისტრს, რომელსაც ევროპის გაფართოება უნდა არ უწოდო ასეთი რამ და თქვა, რომ სამწუხაროა, ასეთი შეფასებები, მაგრამ ამათ ეს ტონი ბიძინა ივანიშვილმა უბოძა და მას შემდეგ, დოღი აქვთ გამოცხადებული ვინ უფრო მეტად მიაყენებს ჩვენს მეგობრებს შეურაცხყოფას“, - განაცხადა გიგი უგულავამ