თემქაზე სროლა იყო. თვითმხილველების თქმით, პოლიცია მოძრავ მანქანას გადამოწმების მიზნით, გაჩერებისკენ მოუწოდებდა, მძღოლი კი გაქცევას შეეცადა, რა დროსაც ავტოავარია მოხდა. 

მამაკაცი, რომელიც პატრულის მითითებას არ დაემორჩილა, ავტოავარიის შემდეგ მანქანიდან გადმოსვლით ცდილობდა გაქცევას, რა დროსაც სამართალდამცველმა ჰაერში, გამაფრთხილებელი სროლა განახორციელა.

მოქალაქე უკვე დაკავებულია. სავარაუდოდ, საქმე ნარკოდანაშაულს უკავშირდება.

შსს-ს განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.