ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 119-ე კონგრესმა მუშაობა დაიწყო. ახლად არჩეულმა კონგრესმენებმა ფიცი დადეს და შესაბამის წიგნში ხელიც მოაწერეს.

ცნობილია, რომ დღეს, კონგრესის პირველ სხდომაზე MEGOBARI აქტის რეინიციირება და "ქართული კოშმარის არაღიარების აქტის" ინიციირება მოხდება.

აქტებს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი წარადგენენ.