ხაბეიშვილი ყველაფერს იკადრებს, ყველაფერს იტყვის და მაგიტომ დააყენეს თავმჯდომარეობის კანდიდატად, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

"თუ უდიდესი გულისტკენის ეპიზოდები არ განიცადე, სხვანაირად დიდი გამარჯვებები არ მოდის.

მე მოვიყვანე  ხაბეიშვილი პარტიაში. ახლა რომ ვაანალიზებ, არ მიკვირს რასაც მიკეთებს, ნახევარ საათში დავითანხმე ვაშაძის პარტიიდან რომ წამოსულიყო და ახლა ვიღაცამ უფრო მომგებიანი წინადადება რომ შესთავაზოს... ადამიანს უბრალოდ ვერ ვცნობ.

საზოგადოებამ განსაჯოს - ან სიმართლე ან ტყუილი, ან ზნეობა ან ზნედაცემულობა, ამ არჩევანის წინაშე დადგა დღეს პარტია", - განაცხადა მელიამ.