ან თქვან რა გამოიყენეს, ან საერთაშორისო გამოძიებამ გამოავლინოს და ამ ათასობით ადამიანს დროული მკურნალობა მიეწოდოს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ, ვინც წყლის ჭავლში მოჰყვა, საკუთარ თავზე გამოცადა მოწამვლის პროცესი.

"ის, რომ ის არ იყო მხოლოდ წყალი, ეს ხომ ყველამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, ვინც იქ ვიდექით. არც ისე ახლოს ვიყავი მე, ცოტა შხეფები მომხვდა და მახსოვს, სახე როგორ მეწვოდა მეც და ჩემ ირგვლივ მყოფებს ყველას. ბესიკის ქუჩაზე გვქონდა იმ პერიოდში ოფისი და ათობით ახალგაზრდა ღებინებით, თავის ტკივილით და გონების დაკარგვით იყო ჩვენს ოფისში ამოსული რუსთაველის გამზირიდან. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მოგვწამლეს. ამის აღიარება მოუწია კობახიძესაც. ახლა მართლა მნიშვნელოვანია, გვითხრან რა გამოიყენეს. ნებისმიერი ქიმიური ნივთიერება, რომელიც ამ ჯგუფში შედის, უკიდურესად საშიშია ჯანმრთელობისთვის და თუ ეს არ იყო "კამიტი" და იყო მისი მონათესავე საშუალება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. ან თქვან, ან საერთაშორისო გამოძიებამ გამოავლინოს და ამ ათასობით ადამიანს დროული მკურნალობა მიეწოდოს", - განაცხადა გიორგი კირთაძემ.