ირანში დემოკრატიის დამყარება არის შავი სიზმარი “ქართული ოცნებისთვის“. ასევე პრობლემურია აზერბაიჯანისთვის, თუმცა ზეიმია სომხეთისთვის და საქართველოსთვის, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

"ირანის გათავისუფლება იძლევა აზერბაიჯანის ალტერნატივას კასპიის ზღვის სანაპიროზე, დღეს ალტერნატივა აზერბაიჯანს აქ არ აქვს, ამიტომ, მისი გადასაწყვეტია, სად რა გაივლის, გაგრძელება როგორი იქნება, შავი ზღვისკენ, თურქეთის მიმართულებით თუ რუსეთის. როგორც კი ჩნდება ალტერნატივა, მით უმეტეს დასავლური ჩარევით დამყარებული დემოკრატიის პირობებით, იმ წუთში ალტერნატივა იცვლება, იცით ვინ იქნება გადაწყვეტილების მიმღები? გადაწყვეტილების მიღება კასპიის ზღვის სანაპიროდან გადმოდის შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ყველაზე უფრო დასავლური ქვეყანა იყოს, ევროკავშირის წევრი იყოს, ეს არის საქართველო. ეს აწყობს სომხეთსაც, იმიტომ რომ, რა მარშრუტებმაც არ უნდა გაიაროს ზანგეზურზე, სომხეთი და აზერბაიჯანი, ყოველთვის იქნება სომხეთი და აზერბაიჯანი. მე საერთოდ არ მაქვს ის პოზიცია, რომ ომი რომ დამთავრდა, ამაზე არ ვთქვა, რომ მაგარი ამბავია ყარაბაღში ომი რომ დამთავრდა, მაგრამ საქართველოსთვის ის სერიოზულ გამოწვევებს აჩენს. იმიტომ რომ ამ მარშრუტის გაერთიანება არის საქართველოს ალტერნატივა, ახლა კი უნდა ვფიქრობდეთ, როგორ დავამარცხოთ ეს ალტერნატივა. ამის დამარცხება კი შესაძლებელია ევროკავშირის წევრობით, რადგან ვიცით, რომ EU სომხეთის და აზერბაიჯანის, ორივეს ტერიტორიაზე ვერ იარსებებს, თურქეთშიც დაბალი ალბათობაა ამისი.

როგორც კი ირანი იხსნება, მარშრუტი ირანიდან სომხეთ-საქართველოზე იხსნება და ეს მარშრუტი სრულიად ცვლის კონფიგურციას და ევროკავშირის წევრი საქართველო, ხდება მნიშვნელოვანი. საქართველოს ევროკავშირის წევრობა ასევე მნიშვნელოვანი ხდება დასავლეთისთვის. ევროკავშირის წევრობა კი, ხომ ვიცით, რომ თავსებადი არ არის ივანიშვილის რეჟიმთან. ირანში დემოკრატიის დამყარება არის შავი სიზმარი “ქართული ოცნებისთვის“. ასევე პრობლემურია აზერბაიჯანისთვის, თუმცა ზეიმია სომხეთისთვის და საქართველოსთვის", - განაცხადა გვარამიამ.