აქვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ნათქვამი ბიძინა ივანიშვილისა და მისი რეჟიმისთვის, თუ რა უნდა გააკეთონ ქვეყნის სასიკეთოდ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად მითითებებისა, "ქართული ოცნება" შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს.

"თუკი რამე იქნება შედეგის მომტანი, ამის შესახებ მათ ძალიან მკაფიო ინსტრუქციაც აქვთ მითითებული. აქვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ნათქვამი ბიძინა ივანიშვილისა და მისი რეჟიმისთვის, თუ რა უნდა გააკეთონ - უნდა გააუქმონ ის უაზრო კანონები, რომლითაც ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები იზღუდება, უნდა გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები და ჩაატარონ სამართლიანი არჩევნები - მხოლოდ ეს მისცემს შესაძლებლობას ამ ქვეყანას, რომ ახალი ურთიერთობები დაიწყოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ისიც ყველას კარგად გვესმის, რომ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ამ ტიპის ნაბიჯების განხორციელება პრაქტიკულად არის გამორიცხული", - განაცხადა გიორგი კირთაძემ.