2024 წლის ნოემბრიდანვე ვამბობდი, რომ ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული. ის, რაც მოხდა ნოემბერ-დეკემბერში, არ იყო ჩვეულებრივი დევნა, ცემა, წამება. ეს იყო ბევრად სერიოზული, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და მე ვიყავი პირველი, რომელიც წავედი ჰააგაში და ეს ინფორმაცია თავისი ფაილებით და ფაქტებით მივიტანე შესაბამის გამომძიებელთან, - ამის შესახებ პარტია "ხალხისთვის“ თავმჯდომარემ ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში, ვიდეო მიმართვისას განაცხადა.

"ერთი წელი სრულდება, რაც მე ვმუშაობ ამ გამოძიებასთან დაკავშირებით, ერთი წელი სრულდება, რაც მე ვაგზავნი მტკიცებულებებს, და რაც ვამბობდი მაშინ, სკეპტიკურად იყო ხალხი განწყობილი. ამბობდნენ, რომ „არაო, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ეს არ არისო. მაშინ ვთქვი, რომ შემოუერთდეს ამ კამპანიას, იმიტომ რომ გეგმა არის შემდეგი, და ამ გეგმაზე ვსაუბრობ უკვე ერთი წელია. პირველი, საერთაშორისო გამოძიება ჰააგაში. მეორე - აქ შევქმნით სპეციალურ სასამართლო პალატას იმ პირებისთვის, რომლებმაც გამოიყენეს ქიმიური იარაღი საკუთარ მოსახლეობაზე.  მესამე, დაზარალებულები შეაგროვებენ ფაქტებს, მოგვიანებით კომპენსაციისთვის (პრეცედენტები ბევრია). მეოთხე საერთაშორისო მეგობრებმა უნდა დაგმონ სადამ ჰუსეინის თანამოაზრე მთავრობა. მეხუთე - ვქმნი სამუშაო ჯგუფს: საერთაშორისო სამართლის, სადაც ჩაერთვებიან სტუდენტები და სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფები.

არასოდეს ჩვენს ქვეყანაში არ დადგა დრო, რომ სახელმწიფომ რეალურად მოიხადოს ბოდიში და ამას მე გავაკეთებ", - განაცხადა ანა დოლიძემ.