აუცილებელია სიახლეები პარტიაში, ორი წლის განმავლობაში არსებულმა მენეჯმენტმა არსებული გამოწვევები ვერ შეძლო და ვერ გადალახა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელის და გვარების ცვლილება პარტიაში მისთვის არაფერს ნიშნავს.

"კანდიდატებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ესეც კიდევ უფრო მეტად გახდება მკაფიო, როცა პოლიტიკური საბჭო დაადგენს კანდიდატების წესს, ვინ იქნებიან კანდიდატები, ვისაც შეეძლებათ მონაწილეობა და შემდეგ ესენი გაივლიან რეგისტრაციას. ამ ეტაპზე არ არის ჩამოყალიბებული, ამაზე ვმსჯელობთ.

მე მხარს არ ვუჭერ არსებულ სტატუს-კვოს პარტიაში, მე ვთვლი, რომ აუცილებელია სიახლეები პარტიაში, ამას ყველაზე კარგად გრძნობს "ნაციონალური მოძრაობა". აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას, რომ უნდა განახლდეს და ტრანსფორმირდეს პროცესები.

ორი წლის განმავლობაში არსებულმა მენეჯმენტმა არსებული გამოწვევები ვერ შეძლო და ვერ გადალახა. სახელის და გვარების ცვლილება, ჩემთვის, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრისთვის, არაფერს არ ნიშნავს", - განაცხადა ანა წითლიძემ.