იქნება გარდამტეხი პროცესი, დემოკრატიული ტესტი უნდა ჩააბაროს ყველამ, როგორც თავმჯდომარის თანამდებობაზე, ისე პოლიტიკური საბჭოს წევრობაზე, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ყველა, ვინც პარტიულ თანამდებობას აპირებს, კონკრეტულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

"იქნება გარდამტეხი პროცესი, დემოკრატიული ტესტი უნდა ჩააბაროს ყველამ, როგორც  თავმჯდომარის თანამდებობაზე, ისე პოლიტიკური საბჭოს წევრობაზე, საჭიროა კონკრეტული სტანდარტი. ამ სტანდარტს უნდა პასუხობდეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც აპირებს კონკრეტული პოზიციის დაკავებას და ის იქნება ანგარიშვალდებული ჩვენს წევრებთან, გულშემატკივრებთან, მხარდამჭერებთან და ამომრჩეველთან", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.